იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„ქართველების ერთი შეტევაც საკმარისი იქნებოდა", - როგორ შეაფასა ბელგიურმა მედიამ იბერიასთან გამარჯვება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

„ქართველების ერთი შეტევაც საკმარისი იქნებოდა", - როგორ შეაფასა ბელგიურმა მედიამ იბერიასთან გამარჯვება

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სენტ-ტრუიდენმა ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გამარჯვება იზეიმა.


კონფერენს ლიგის საწყის შეხვედრაში ბელგიურმა კლუბმა იბერია 1999 საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.


როგორც Voetbalkrant წერს, მასპინძლებმა ინიციატივა პირველივე წუთებიდან აიღეს და ქართული გუნდი უკან დახიეს. ანგარიში მე-11 წუთზე რობერტ-იან ვანვესემალმა სამედ ბაჟდარის მომზადებული შეტევის შემდეგ გახსნა.


სენტ-ტრუიდენი უპირატესობას შესვენების შემდეგაც ფლობდა, თუმცა მეორე გოლის გატანას დიდხანს ვერ ახერხებდა.


„მეორე ტაიმშიც თამაში ძირითადად იბერიას ნახევარზე მიმდინარეობდა. სენტ-ტრუიდენი ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მომენტებს ქმნიდა და დაცვაში მეტოქეს სივრცეს თითქმის არ უტოვებდა. მიუხედავად ამისა, ქართველების ერთი წარმატებული შეტევაც საკმარისი იქნებოდა, რომ მატჩში ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო“, - წერს გამოცემა.


შეხვედრის ბედი 88-ე წუთზე ილიას სებაუიმ გადაწყვიტა, რომელსაც საგოლე გადაცემა შეცვლაზე შესულმა ფრედერიკ სოელე სოელემ გაუკეთა.


Voetbalkrant გუნდებს შორის სხვაობის საჩვენებლად სტატისტიკასაც გამოყოფს: სენტ-ტრუიდენმა კარისკენ 20-ჯერ დაარტყა, იბერიამ კი ოთხჯერ. მასპინძელთა მეკარეს, ლეო კოკუბოს, მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმის მოგერიება დასჭირდა.


გამოცემის შეფასებით, გამარჯვებამ ბელგიურ გუნდს საჭირო თავდაჯერება დაუბრუნა, თუმცა მომდევნო ტურში მიდტიულანდთან სტუმრად უფრო რთული გამოცდა ელის.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

იბერია 1999
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„სამოყვარულო გუნდის დონე“ - ბელგიურმა მედიამ იბერია მკაცრად გააკრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სამოყვარულო გუნდის დონე“ - ბელგიურმა მედიამ იბერია მკაცრად გააკრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ დარჩა კვარა სიტისთან მატჩში სათადარიგოზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ დარჩა კვარა სიტისთან მატჩში სათადარიგოზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მივხვდი, რომ ვერ მოვიგებდი“ - მერაბ დვალიშვილმა იანთან მარცხის გადამწყვეტი მომენტი გაიხსენა

•ქართული

ქართული

„მივხვდი, რომ ვერ მოვიგებდი“ - მერაბ დვალიშვილმა იანთან მარცხის გადამწყვეტი მომენტი გაიხსენა
•ქართული

ქართული

თბილისში მანჩესტერის ყოფილი ვარსკვლავი ჩამოვა?!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

თბილისში მანჩესტერის ყოფილი ვარსკვლავი ჩამოვა?!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

„სამოყვარულო გუნდის დონე“ - ბელგიურმა მედიამ იბერია მკაცრად გააკრიტიკა

News image

1 სთ წინ

რატომ დარჩა კვარა სიტისთან მატჩში სათადარიგოზე?

News image

40 წთ წინ

„მივხვდი, რომ ვერ მოვიგებდი“ - მერაბ დვალიშვილმა იანთან მარცხის გადამწყვეტი მომენტი გაიხსენა

News image

34 წთ წინ

თბილისში მანჩესტერის ყოფილი ვარსკვლავი ჩამოვა?!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება