სენტ ტრუიდენის მწვრთნელმა, ფრედერიკ დე მეიერმა იბერიასთან კონფერენს ლიგის პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება (2:0) შეაფასა.
„მატჩს მთელი 90 წუტის მანძილზე ვაკონტროლებდით. მეტოქე დაბალი ბლოკით იცავდა თავს, რის გამოც გადამწყვეტ ფაზაში ეფექტურად ვერ ვიმოქმედეთ. მეორე გოლი უფრო ადრეც უნდა გაგვეტანა.
საქართველოს ლიგასთან სისწრაფეებში სხვაობა უზარმაზარია და ეს საჩვენოდ გამოვიყენეთ.
ეს 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ. საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია, თუმცა კარგად ვითამაშეთ.
ცუდია, რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ, თუმცა გამარჯვება იყო მთავარი და ეს ჩვენს თავდაჯერებულობაზეც აისახება." - აღნიშნა დე მეიერმა.
შემდეგ მატჩს იბერია შვედური მიალბის წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, 22 ოქტომბერს გამართავს.