მსოფლიო რაგბის ახალი სანაკრებო ტურნირი, ერთა თასი, 2026 წლის 4 ივლისს, მონტევიდეოში, საქართველოსა და მასპინძელი ურუგვაის შეხვედრით გაიხსნება.
ტურნირში 2027 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიცირებული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ისინი, რეგიონული პრინციპით, ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი: კანადა, ჩილე, სამოა, ტონდა, ურუგვაი, აშშ;
B ჯგუფი: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:
4 ივლისი. ურუგვაი - საქართველო (მონტევიდეო, ურუგვაი, 21:00 თბილისის დრო);
11 ივლისი. სამოა - საქართველო (ვინია დელ მარი, ჩილე, 23:00 თბილისის დრო);
18 ივლისი. ჩილე - საქართველო (ლა სერინა, ჩილე, 19 ივლისი, 02:00 თბილისის დრო).
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ორივე სანაკრებო ფანჯარას მოიცავს (ივლისისა და ნოემბრის). მატჩებში მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს, თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.