იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანმა ალ ჰილალთან ტეო ერნანდესის ტრანსფერი შეათანხმა.
საუდის არაბეთის კლუბი როსონერის ფრანგ მარცხენა მცველში 35 მილიონ ევროს გადაუხდის.
ახლა ტრანსფერი მთლიანად ფეხბურთელის ხელშია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება.
თავად ტეოს ალ ჰილალი წლიურად 15 მილიონ ევროს სთავაზობს.
ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში, მილანის ახალ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის, მის შემცვლელად იუვენტუსის ფეხბურთელის, ანდრეა კამბიასოს შეძენა სურს.