მილანში მომხდარი „მიწისძვრა“ ახლა, როგორც ჩანს, უკვე როსონერის სამწვრთნელო სკამსაც უახლოვდება.
კალიარისთან მძიმე მარცხის შემდეგ, მატეო მორეტოს ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრის მომავალი ბეწვზე კიდია და მისი გათავისუფლების ალბათობა სულ უფრო იზრდება.
calciomercato.com-ის ინფორმაციითაც, შიდა განხილვები უკვე დაწყებულია, ხოლო მთავარი გადაწყვეტილებების ცენტრში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჯერი კარდინალე არიან.
უახლოეს საათებში მილანის მთავარი მწვრთნელის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განვითარებებია მოსალოდნელი.
ბრძოლა ლიგის საგზურისთვის - მილანი ჩამოიშალა, კომომ ისტორია დაწერა