ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

მოდრიჩის საბედისწერო ტრავმა და გრძელი ენისთვის დასჯილი ალეგრი - როგორ ჩავარდა მილანი
ფეხბურთიფეხბურთი

მოდრიჩის საბედისწერო ტრავმა და გრძელი ენისთვის დასჯილი ალეგრი - როგორ ჩავარდა მილანი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მილანმა ბოლო ტურში სენსაციურად წააგო კალიარისთან (1:2) და ეს მარცხი გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდა.


პარალელურ მატჩში კომომ კრემონეზე გაანადგურა (4:1) და ამ შედეგების წყალობით ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.


ხუთი ტურის წინ მილანელები ჩემპიონატში მეორე ადგილზე მიდიოდნენ, თუმცა სეზონის ფინალი სრულად ჩააგდეს. სასჯელი კი მკაცრია - მომავალ სეზონში გუნდი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.



მილანმა მეორე წუთზევე გაიტანა, მაგრამ მალევე ჩამოიშალა, ხოლო კომომ ჯეიმი ვარდი სერია B-ში გააგდო


მილანისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო: ასე საჭირო გოლი ალექსის სალემაკერსმა უკვე მეორე წუთზე გაიტანა. გუნდი ყველა ძალით იცავდა სასურველ ანგარიშს, რადგან მოგების შემთხვევაში ოთხეულში ადგილს ინაღდებდა. კალიარიმ ბურთზე კონტროლი კი აიღო, თუმცა თავიდან ცენტრში უიდეოდ ათამაშებდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაათანაბრა - 1:1 22-ე წუთზე.


ფრის შემთხვევაშიც კი მილანი ოთხეულში რჩებოდა, რადგან ქულების თანაფარდობისას, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე კომოს უსწრებდა. თუმცა ნახევარ საათში ნამდვილი კატასტროფა მოხდა: კალიარიმ მეორე გოლი გაიტანა. სტუმრებმა მილანელები საჯარიმოში, სტანდარტულის გათამაშებისას ფაქტობრივად გათელეს.


პარალელურად კომოს საქმეები კრემონეზესთან იდეალურად მიდიოდა. სესკის გუნდი 50-ე წუთის შემდეგ 2:0-ს იგებდა, მოულოდნელად პენალტით გაუშვა, თუმცა საპასუხოდ კიდევ ორი გოლი შეაგდო. მილანი კი ბუქსაობდა - უფრო იმის განცდა იყო, რომ კალიარი მესამეს გაიტანდა, ვიდრე მილანი ანგარიშს გაათანაბრებდა.


შედეგი: მილანმა წააგო და 70 ქულით დარჩა, ხოლო კომომ კრემონეზე გაანადგურა და 71 ქულა დააგროვა. სხვათა შორის, კრემონეზესთვის ეს მატჩი საბედისწერო გამოდგა: პარალელურად ლეჩემ ჯენოას მოუგო (1:0), ოთხი ქულით დაწინაურდა და ჯეიმი ვარდის გუნდი გასავარდნ ზონაში დატოვა. ინგლისელისთვის ეს ზედიზედ მეორე გავარდნაა შარშან ლესტერთან ერთად დაქვეითების შემდეგ.


თუმცა მილანი ახლა ბევრად უფრო მძიმე დღეშია.



„შენ იდიოტი ხარ! ბავშვი ხარ, რომელმაც მწვრთნელობა გუშინწინ დაიწყო!“ - უყვიროდა ალეგრი სესკს თებერვალში, ახლა კი ფაბრეგასმა ის ევროპა ლიგაზე გაუშვა


თებერვალში, სერია A-ს 24-ე ტურში, მილანმა კომოსთან ფრე (1:1) ითამაშა. მატჩი სკანდალით გამოირჩა: ფაბრეგასმა მილანის ფეხბურთელს ხელი მოჰკიდა, რის გამოც ალეგრი სესკს ეცა. აი, მასიმილიანოს სიტყვებიც: „შენ იდიოტი ხარ! ბავშვი ხარ, რომელმაც მწვრთნელობა გუშინწინ დაიწყო!“


იმ თამაშის შემდეგ მილანი რეკორდს აღნიშნავდა: სერია A-ში ზედიზედ 24 წაუგებელი მატჩი ჰქოდათ, რაც ფანტასტიკური სერია იყო. აქამდე, 23 მატჩზე გრძელი წაუგებელი სერია გუნდს 5 წელზე მეტი ხნის წინ ჰქონდა. თუმცა, სწორედ კომოსთან მატჩის შემდეგ ეს სერია დასრულდა და მომდევნო ტურში პარმასთან წააგეს. მერე მილანმა ზედიზედ ორი ტური მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი თავზე დაენგრათ - ბოლო 10 ტურში მხოლოდ 3 გამარჯვება მოიპოვეს.


არადა, მანამდე ცხრილში მილანის საქმე კარგად იყო. 33-ე ტურის შემდეგ მეორე ადგილზე მიდიოდნენ - ინტერის დაწევის შანსი ნაკლებად იყო, თუმცა მეხუთე ადგილზე მყოფ კომოს მთელი 8 ქულით უსწრებდნენ. მაგრამ იუვესთან (0:0), 34-ე ტურის მატჩში, გუნდის მთავარმა ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა ტრავმა მიიღო.


მილანიც სრულად ჩამოიშალა. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე - 3 მარცხი და მხოლოდ 1 მოგება. აი, კომო კი აფრინდა: ბოლო ხუთ მატჩში 4 მოგება და 1 ფრე დააფიქსირა.


ასე აღმოჩნდა მილანი ევროპა ლიგაზე. სერია A-ში გუნდმა სულ რაღაც 53 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირი კი რაფაელ ლეაუა, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ 9 გოლია. XXI საუკუნეში ასეთი ცუდი შედეგი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა: 2001/02 წლების სეზონში 47 გოლი გაიტანეს, თუმცა მაშინ ჩემპიონატში 4 ტურით ნაკლები იყო.


ფაბრეგასის კომო კი ჩემპიონთა ლიგაზეა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა მწვრთნელობა სულ რაღაც ორნახევარი წლის წინ დაიწყო და გუნდი ქვედა ლიგიდან პირადად ამოიყვანა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ალეგრი
ჩემპიონთა ლიგა
მილანი
ფაბრეგასი
სერია ა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დეკლან რაისის გიჟური ნერვიულობა არსენალის გაჩემპიონებისას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დეკლან რაისის გიჟური ნერვიულობა არსენალის გაჩემპიონებისას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრძოლა ლიგის საგზურისთვის - მილანი ჩამოიშალა, კომომ ისტორია დაწერა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრძოლა ლიგის საგზურისთვის - მილანი ჩამოიშალა, კომომ ისტორია დაწერა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქაოსი ტურინულ დერბიში - ულტრასების ჩხუბი, პროტესტი და სპალეტის მწვავე კრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქაოსი ტურინულ დერბიში - ულტრასების ჩხუბი, პროტესტი და სპალეტის მწვავე კრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე ფინალში კვარასთვის ახალ როლს განიხილავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუის ენრიკე ფინალში კვარასთვის ახალ როლს განიხილავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

დეკლან რაისის გიჟური ნერვიულობა არსენალის გაჩემპიონებისას

News image

14 სთ წინ

ბრძოლა ლიგის საგზურისთვის - მილანი ჩამოიშალა, კომომ ისტორია დაწერა

News image

3 სთ წინ

ქაოსი ტურინულ დერბიში - ულტრასების ჩხუბი, პროტესტი და სპალეტის მწვავე კრიტიკა

News image

1 სთ წინ

ლუის ენრიკე ფინალში კვარასთვის ახალ როლს განიხილავს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება