მასიმილიანო ალეგრიმ ახალი სეზონისთვის თავისი მიზანი დაასახელა.
როგორც იცით, იტალიელმა დაახლოებით ერთი თვის წინ მილანი კარიერაში მეორედ ჩაიბარა.
„მილანის დონის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თამაშობდეს. მინდა, გუნდი იქ დავაბრუნო, სადაც მისი ადგილია.
ეს გუნდი მიყვარს და ამ შესაძლებლობაზე უარს ვერ ვიტყოდი." - აღნიშნა ალეგრიმ.
გასული სეზონის შედეგად მილანმა ვერცერთ ევროტურნირზე ვერ მოახერხა მონაწილეობის უფლების მოპოვება. გუნდს პირველ ნახევარში პაულო ფონსეკა წვრთნიდა, მეორეში კი სერჟიო კონსეისაო.