რეალი ფრან გარსიას სერია ა-ში არ გაუშვებს.
მილანმა მადრიდელებთან გამოთქვა ინტერესი, რამდენად არის რეალი მზად, ესპანელი მარცხენა მცველი გაუშვას.
ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, რომ ესპანურ კლუბს 25 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ფერლან მენდის ჯანმრთელობა კითხვის ნიშნებს იწვევს.
ჩაბი ალონსოს სურს, რომ ახალ სეზონში მარცხენა მცველის პოზიციისთვის ალვარო კარერასსა და ფრან გარსიას შორის კონკურენცია იყოს.