მილანმა ეკვადორელი მარცხენა მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კლუბმა ბრაიტონიდან პერვის ესტუპინიანი 17+2 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმა.
როსონერის რიგებში ესტუპიანიანმა ტეო ერნანდესი უნდა შეცვალოს, რომელიც ალ ჰილალში გადავიდა.
გასულ სეზონში ეკვადორელმა პრემიერ ლიგის 30 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.