მილანის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლუკა მოდრიჩს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითო უწოდა.
„მოდრიჩის ტექნიკური უნარები გასაკვირი არ არის — ის გამორჩეულია. ფეხბურთი გულით უყვარს და ძალიან თავმდაბალია.
ძალიან ვხალისობ, რომ ყოველი არაზუსტი პასის შემდეგ ბრაზდება და მაშინვე ბოდიშს იხდის. კალიარისთან მატჩში რთულ სიტუაციაში ლოფტუს-ჩიკზე არაზუსტი პასი გააკეთა და საკუთარ თავზე გაბრაზდა.
ეს შესანიშნავი მაგალითია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ის აჩვენებს იმ ვნებასა და სიყვარულს, რომლითაც ახალგაზრდა ფეხბურთელები თავიანთ საქმეს უნდა ეკიდებოდნენ. სწორედ ეს არის გადამწყვეტი რთულ მომენტებში — მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები კონცენტრირებულები იყვნენ“, — თქვა ალეგრიმ.