მილანი ლივერპულის მცველის, ჯო გომესის მიმართ იჩენს ინტერესს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ლივერპულთან გომესის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა, რაც მილან შკრინიარის (ფენერბაჰჩე) და ფედერიკო გატის (იუვენტუსი) ტრანსფერებზე მოლაპარაკებების სირთულეებს უკავშირდება.
ჯერჯერობით ლივერპულს გომესის გაყიდვაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა მილანში იმედოვნებენ, რომ ტრანსფერით დაინტერესებას თავად ფეხბურთელიც გამოიჩენს, რაც შეთანხმებას დააჩქარებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილანი აკვირდება მონაკოს მცველს აქსელ დისასის, რომლის მიმართ ინტერესს რომაც იჩენს. განხილვაშია ნოტინგემ ფორესტის მცველის, მურილიოს კანდიდატურაც.