მილანმა და ფენერბაჰჩემ კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყეს.
ამის შესახებ თურქი ჟურნალისტი იაგიზ საბუნჯუოღლუ იუწყება.
როსონერი ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ფენერბაჰჩე ტრანსფერის ღირებულების შემცირებას ცდილობს.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ნკუნკუმ სერია ა-ს 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელი მილანს ზაფხულში ჩელსიდან გასულ ზაფხულს 37 მილიონ ევროდ შეუერთდა.