ინგლისელმა მებრძოლმა არნოლდ ალენმა თავისი კონკურენტი შოუს მთავარი ვარსკვლავის მისამართით მკაცრი განცხადებები გააკეთა.
მიმდინარე შაბათს რონდა როუზი შერეულ ორთაბრძოლებს თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. იგი ნეტფლიქსზე გასამართი MVP-ის ღონისძიებს მთავარ ბრძოლაში ჯინა კარანოს დაუპირისპირდება, ხოლო ალენი იმავე დღეს UFC ვეგას 117-ის ცენტრალურ მატჩში მელკიზაელ კოსტას შეხვდება.
დანა უაითის ჩაშლილი გეგმა: რატომ ვერ შედგა როუზის დაბრუნება ოქტაგონზე
მოსალოდნელია, რომ UFC-ის საკმაოდ გაუჭირდება შაბათის ნეტფლიქსის ქარდთან კონკურენცია, სადაც მაყურებელი ნეიტ დიასისა და ფრენსის ნგანუს დაბრუნებასაც იხილავს. მიუხედავად ამისა, ალენი მიიჩნევს, რომ მისი ორთაბრძოლა გაცილებით სჯობს როუზისა და კარანოს დაპირისპირებას. ვეტერანების დაბრუნების არასპორტულობის გარდა, მას როუზი პიროვნულადაც არ მოსწონს. ტოკსპორტთან ინტერვიუში ალენმა განაცხადა, რომ როუზი ცუდი მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა გოგონებისთვის და სპორტს მხოლოდ ფულის გამო უბრუნდება.
ალენის თქმით, როუზიმ და კარანომ წარსულში ბევრ ქალს გაუკაფეს გზა, თუმცა ახლა როუზი უბრალოდ დაბრუნდა და რაღაც დაბალი დონის დადგმულ შოუებს აკეთებს, რაც არავის აინტერესებს. მან დაამატა, რომ რონდას ცუდი ხასიათი აქვს და წაგების ღირსეულად მიღება არ შეუძლია, მაშინ როცა სპორტში არსებობენ ისეთი შესანიშნავი ათლეტები, როგორიც ვალენტინა შევჩენკოა, ვინც ნამდვილად კარგი მაგალითია მომავალი თაობისთვის. ალენის აზრით, როუზი მხოლოდ საკუთარ თავზე და ფულის შოვნაზე ფიქრობს.
ბოლო დროს როუზი UFC-ის საკონტრაქტო სისტემას და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ UFC-მ მას ოქტაგონზე დაბრუნებაზე უარი უთხრა.