ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში თავის დებიუტზე ინფორმაცია გაავრცელა.
"მოგესალმებით ყველას. მინდა UFC-ში ჩემი დებიუტის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ. დებიუტი ამ წლის ბოლოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ პრომოუტერების გადაწყვეტილებით თარიღმა 2025 წლის დასაწყისში გადაიწია.
ღმერთის ნებაა, მე ნებისმიერ დროს მზად ვარ." - წერს ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმაა.