ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არსებობს სერიოზული შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სეზონი ალისონ ბეკერისთვის ლივერპულში უკანასკნელი აღმოჩნდეს.
ბრაზილიელი მეკარის მიმართ ინტერესს რამდენიმე ქვეყნიდან იჩენენ და მას ამ ვარიანტების განხილვა შეუძლია. გასულ ზაფხულს ის ტურინის იუვენტუსში გადასვლასთან იყო ახლოს.
„ვფიქრობ, სერიოზული შანსია, რომ ეს ალისონ ბეკერის ბოლო სეზონი იყოს ლივერპულში. მის მიმართ ინტერესი რამდენიმე ქვეყნიდან არსებობს და ალისონს ამ შესაძლებლობების განხილვა შეუძლია.
ლივერპულში მამარდაშვილით ძალიან კმაყოფილები არიან“, - განაცხადა რომანომ.