იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„ამ მიმართულებას არ გადავუხვევ“, - რამაზ სვანაძე ნაკრების პრობლემებსა და ცვლილებებზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

„ამ მიმართულებას არ გადავუხვევ“, - რამაზ სვანაძე ნაკრების პრობლემებსა და ცვლილებებზე

16 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პირველი არხის გადაცემაში „მიდის სანახავად“ გუნდის სათამაშო სტილზე, ფეხბურთელების პრაქტიკასა და მენტალურ პრობლემებზე ისაუბრა.


რატომ შეიცვალა თამაშის სტილი


„დიდი ხნის განმავლობაში დაბალი ბლოკით ვთამაშობდით და სწრაფად გადავდიოდით კონტრშეტევებზე. ამ სისტემამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება მოგვიტანა. ვისურვებდი, მეც იმავე შედეგისთვის მიმეღწიოს.


როცა ნაკრებში მოვედი, ცვლილებები უკვე საჭირო იყო. მინდა, უფრო მაღლა და აგრესიულად ვითამაშოთ და მეტი აქცენტი ბურთის ფლობაზე გავაკეთოთ. ეს მიმართულება ფეხბურთელების შესაძლებლობებიდან გამომდინარე ავირჩიეთ. ცალკეულ მონაკვეთებში უკვე ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა, თუმცა შედეგისთვის ეს ჯერ საკმარისი არ არის. სანამ აქ ვარ, ამ მიმართულებას არ გადავუხვევ."


რა გვემართება გაშვებული გოლის შემდეგ


„უნგრეთთან პირველი ტაიმი ნორმალურად ჩავატარეთ. შემდეგ ერთი შეცდომა დავუშვით, გოლი გავუშვით და იმ ფეხბურთის თამაშს შევეშვით, რომელიც მატჩისთვის დავგეგმეთ. როცა მოედანზე რაღაც ისე არ მიდის, როგორც გვინდა, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება.


ბიჭებს ახალი იდეების გასათავისებლად ცოტა დრო ჰქონდათ და ამ მხრივ მათთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. თამაშისას კი მეტი გამბედაობა გვჭირდება. იყო ეპიზოდები, როცა შეგვეძლო, ინიციატივა საკუთარ თავზე აგვეღო და ინდივიდუალურად მეტი გაგვეკეთებინა. ქართულ ფეხბურთში შედეგი მაშინ მოდიოდა, როცა გუნდურ თამაშს ინდივიდუალიზმიც ემატებოდა. ჩვენი დამოკიდებულება და საქმისადმი მიდგომა ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ - ფეხბურთელებმაც, მწვრთნელებმაც და ნაკრების სხვა წევრებმაც."


რატომ არის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელი


„მინდა, წამყვან ჩემპიონატებში უფრო მეტი ქართველი თამაშობდეს. თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენი ფეხბურთელების დიდ ნაწილს სათამაშო პრაქტიკა აკლდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ზოგჯერ მირჩევნია, ფეხბურთელი შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობდეს, ვიდრე ტოპჩემპიონატში სათადარიგოთა სკამზე იჯდეს.


თუ გვინდა, ორივე მატჩის პირველ ტაიმში ნაჩვენები ინტენსივობა ბოლომდე შევინარჩუნოთ, ფეხბურთელებს კლუბებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ."


საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ძირითადი ეტაპი ორი ქულით დაასრულა და გოლი ვერ გაიტანა.


B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ჩვენი გუნდი პლეი-ოფში ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
რამაზ სვანაძე
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მერამდენე ადგილზე ავიდა იბერია კონფერენს ლიგის ცხრილში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერამდენე ადგილზე ავიდა იბერია კონფერენს ლიგის ცხრილში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია!

•ქართული

ქართული

ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია!
•ქართული

ქართული

"შენგელიამ საქართველოს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მისცა" - FIBA-ს ემოციური სტატია თოკოზე

•კალათბურთი

კალათბურთი

"შენგელიამ საქართველოს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მისცა" - FIBA-ს ემოციური სტატია თოკოზე
•კალათბურთი

კალათბურთი

გადამწყვეტი მატჩი მიხეილ მესხზე - რა დევს სასწორზე იბერიასა და დინამო ბათუმს შორის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი მატჩი მიხეილ მესხზე - რა დევს სასწორზე იბერიასა და დინამო ბათუმს შორის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

მერამდენე ადგილზე ავიდა იბერია კონფერენს ლიგის ცხრილში?

News image

18 სთ წინ

ანა ჯაფარიძე მსოფლიო გრანპრის გამარჯვებულია!

News image

13 სთ წინ

"შენგელიამ საქართველოს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მისცა" - FIBA-ს ემოციური სტატია თოკოზე

News image

6 წთ წინ

გადამწყვეტი მატჩი მიხეილ მესხზე - რა დევს სასწორზე იბერიასა და დინამო ბათუმს შორის?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება