რუბენ ამორიმს ზამთარში მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება სურდა.
ESPN-ის ინფორმაციით, იანვარში პორტუგალიელი მწვრთნელი გუნდის ცუდი შედეგებით იმდენად იყო უკმაყოფილო, როცა მისმა გუნდმა 8 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა, რომ გადადგომისთვის ემზადებოდა.
საბოლოოდ, მას აზრი მისმა კოლეგებმა შეაცვლევინეს.
პორტუგალიელს უშუალოდ თავისი უფროსობისთვის გადადგომის სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა მიუხედავად ამისა, გუნდის გენ დირექტორმა ომარ ბერადამ მას შეატყობინა, რომ სრულად ენდობა და მისი მხარდაჭერა აქვს.
ერთ-ერთი წყარო ხაზს იმასაც კი უსვამს, რომ იანვრის შედეგების შემდეგ, სპეციალისტი საგრძნობლად გაჭაღარავდა.
ამორიმმა მანჩესტერ იუნაიტედი 2024 წლის ნოემბერში ჩაიბარა, მასთან ერთად გუნდმა პრემიერ ლიგის 25 მატჩიდან მხოლოდ 6 მოიგო, თუმცა ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.