მანჩესტერ იუნაიტედი ვულვზის ბრაზილიელი შემტევის, მათეუს კუნიას ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა.
ფეხბურთელმა წითელ ეშმაკებთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და მისთვის წარდგენილი პროექტი მოიწონა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამჟამად მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.
კუნიას გამოსასყიდი თანხა 62.5 მილიონ ფუნტს შეადგენს და წითელი ეშმაკები ვულვზს პირდაპირ ამ თანხას გადაუხდიან.