ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიგა 1-ის კლუბი ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით ინტერესდება.
საუბარია სტრასბურგზე, რომელიც შეტევის გასაძლიერებლად ქართველის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.
სენტ-ეტიენი ლიგა 1-დან გავარდა, დავითაშვილმა კი მწვანეების შემადგენლობაში ჩატარებულ 33 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სტრასბურგმა ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა და თუ პსჟ საფრანგეთის თასს მოიგებს, მაშინ გუნდი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 10 მილიონი ევროა. ქართველ სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.