საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში ოსერთან მოგებული მატჩის შემდეგ პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს.
"კვარა აქ მოსვლამდე უკვე იყო ძალიან პოპულარული მოთამაშე. ჩვენ რამდენიმე ცდა გვქონდა, რომ ის პსჟ-ში მოგვეყვანა და საბოლოოდ ეს იანვარში მოხდა.
მას აქვს ისეთი ინტელექტი და თავმდაბლობა , რომ ყველაფერთან გაიაროს ადაპტაცია, რა დავალებასაც მიიღებს.
ჩვენი შემტევები მათ შორის არიან, ვინც ყველაზე მეტ დაცვით დუელს იგებენ, სტატისტიკა თავისით საუბრობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ბევრ გოლს გაიტანს." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ოსერთან დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კვარაცხელია: "ინტერთან ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს"