დღეს ოფიციალურად დასრულდა საფრანგეთის ლიგა 1, რომელშიც საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი თამაშობს.
გადავხედოთ, როგორ დაასრულეს სეზონი ქართველებმა ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგაში.
საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ქართველი მეგოლე ყველას საყვარელი "ბომბარდირი", გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ლიოის მაისურით 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც თავის გუნდს კონფერენც ლიგის საგზური მოუტანა.
ზურიკო დავითაშვილი მთელი სეზონი სენტ-ეტიენის ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო 9 გოლით და 8 საგოლე პასით, თუმცა სამწუხაროდ გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითებისგან ვერ იხსნა.
ხვიჩა კვარაცხელია კი პსჟ-ს მხოლოდ 5 თვის წინ, შუა სეზონში შეუერთდა და სეზონის ბოლომდე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.