საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში ოსერთან შესრულებული დუბლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
"ვემზადებოდით ამ თამაშისთვის და კარგი გამოვიდა, ჩვენთვის 2 ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოდის, ამიტომ კარგად ვემზადებით და ამ შეხვედრებზე ვართ კონცენტრირებული.
გუნდი დამეხმარა, რომ ადაპტაცია კარგად გამეარა, გუნდში ყველა კარგად მექცევა და აქ მათთან ერთად ყოფნით ბედნიერი ვარ, აქ თამაშით ყოველდღიურ სიამოვნებას ვიღებ.
ინტერთან ფინალს ველოდებით და სრულად ფოკუსირებული ვართ, ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ საჭიროა, ჩვენი გონება მაქსიმალურად მოვამზადოთ და 100%-ით კონცენტირებული ვიყოთ." - განაცხადა პარი სენ-ჟერმენის ქართველმა შემტევმა.
ხვიჩა კვარაცხელია ოსერთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
VIDEO: გოოოოოოოლ! კვარას ბრწყინვალე გასროლა ოსერის კარში
VIDEO: მეკარეც მოატყუა! კვარას პირველი დუბლი პსჟ-ს მაისურით