ოფიციალურად დასრულდა საფრანგეთის 2024/25 სეზონის ჩემპიონატი.
სამწუხაროდ, ბოლო ტურის მატჩში სენტ-ეტიენს ზურიკოს საგოლე პასმაც ვერ უშველა და 2:3 დამარცხდა, რის შედეგადაც ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.
გიორგი მიქაუტაძის ლიონი თითქოს ევროტურნირებს მიღმა რჩებოდა, თუმცა ბოლო წუთებზე ლე ავრმა სტრასბურგთან გამარჯვება მოიპოვა (3:2), რითაც თავისი მეტოქე მე-7 ადგილზე დატოვა, ლიონი კი მეექვსეზე გავიდა და კონფერენც ლიგაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
აქვე გთავაზობთ ლიგა 1-ს სეზონის შეჯამებას:
ჩემპიონი: პსჟ (84 ქულა)
ვიცე-ჩემპიონი: მარსელი (65 ქულა)
ჩემპიონთა ლიგა: პსჟ, მარსელი, მონაკო, ნიცა (კვალიფიკაცია)
ევროპა ლიგა: ლილი
კონფერენც ლიგა: ლიონი
გავარდნენ: მონპელიე, სენტ ეტიენი
პლეი-ოფს ითამაშებს: ლე ავრი (მეცთან)
საუკეთესო ბომბარდირები: უსმან დემბელე (პსჟ) და მეისონ გრინვუდი (მარსელი) - 21 გოლი
საუკეთესო ასისტენტი: გაეტან პერინი (ოსერი) და რაიან შერკი (ლიონი) - 11 საგოლე პასი.
ქართველების შედეგები:
გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) - 11 გოლი, 6 საგოლე
ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) - 9 გოლი, 8 საგოლე
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) - 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.