საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიონის მოთამაშე რაიან შერკიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს.
"ჩემს კარიერაში ახალი ეტაპისთვის მზად ვარ. მადლობა ლიონს, მწვრთნელს, სტაფს, პრეზიდენტს, ჩემს გუნდელებსა და ყველა ადამიანს კლუბში." - განაცხადა 21 წლის შემტევმა.
როცა შერკი მატჩის ბოლოს შეცვალეს, ემოციური იყო, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ის ლიონს დატოვებს.
ოლიმპიკმა სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა, თუ პსჟ საფრანგეთის თასს მოიგებს, მაშინ მიქაუტაძის გუნდი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.