მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ არსენალის ნახევარმცველ მარტინ ოდეგორზე ისაუბრა.
"ოდეგორი ნიჭიერი იყო, როცა 16 წლის ასაკში აქ იყო, რეალში, ის ახლა ბრწყინვალეა.
მისთვის ადგილი არ იყო, რომ მისი ხარისხი დაემტკიცებინა, მან სხვაგან გადაწყვიტა, რომ სათამაშო შანსი ჰქონოდა.
მარტინი ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში წავიდა." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ნორვეგიელი ნახევარმცველი რეალმა 16 წლის ასაკში სტრომსგოდსეტიდან დაიმატა, შემდეგ იყო იჯარა ჰეერენვეენში, ვიტესში, სოსიედადსა და არსენალში. 2021 წელს კი ლონდონურმა კლუბმა მარტინი საბოლოოდ გამოისყიდა.
