მარტინ ოდეგორის უიღბლობა გრძელდება და მუხლის ტრავმა თამაშის საშუალებას არ აძლევს.
არსენალის ნორვეგიელმა კაპიტანმა ვესტ ჰემთან მატჩი ძირითადიდან დაიწყო, მაგრამ 30-ე წუთზე მწვრთნელს მისი მარტინ სუბიმენდით ჩანაცვლება მოუწია.
Opta-ს მიხედვით, მარტინ ოდეგორი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც იმ ბოლო 3 მატჩში, რომლებიც ძირითადში დაიწყო, პირველსავე ტაიმში შეცვალეს.
მარტინმა, 23 აგვისტოს, ლიდსთან პირველი 38 წუთი ითამაშა, 13 სექტემბერს, ნოტინგემთან მოედანზე საწყისი 18 წუთი გაატარა, ხოლო დღეს მინდორი 30-ე წუთზე დატოვა.
არსენალმა დერბიში ვესტ ჰემი, რაისის გოლითა და საკას ზუსტადშესრულებული პენალტით, 2:0 დაამარცხა, 16 ქულა მოაგროვა და ლივერპულს გადაასწრო მინიმუმ იქამდე, სანამ ის ჩელსისთან სტუმრად ითამაშებს.
არტეტას გუნდი მომდევნო ტურში კიდევ ერთ დედაქალაქურ დერბის ითამაშებს - 18 ოქტომბერს, ფულემს ქრევენ კოტეჯზე ეწვევა.