არსენალის შემტევმა, ბუკაიო საკამ განმარტა, თუ რატომ დაუთმო ვესტ ჰემთან მატჩში პირველი პენალტის შესრულების უფლება გუნდის კაპიტანს, მარტინ ოდეგორს.
„ოდეგორს პენალტის შესრულება უნდოდა და მას ბურთი სიამოვნებით დავუთმე.
ის ყოველთვის მამარაგებს პასებით, მოედანზე ძალიან კარგი კავშირი გვაქვს.
მარტინი ტოპ-ფეხბურთელია და ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან კარგად თამაშობს." - აღნიშნა საკამ.
ვესტ ჰემთან მოგებულ მატჩში საკამ 2 ასისტი და ერთი გოლი მიითვალა.