ნორვეგიის ეროვნული გუნდის სტაფმა დაადასტურა, რომ მარტინ ოდეგორი ნოემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.
გეგმის მიხედვით, ოდეგორი ლონდონში დარჩება და არსენალის სტაფთან ერთად თავისი საუკეთესო ფორმის დაბრუნებაზე იმუშავებს.
კომენტარი თავად მოთამაშემაც გააკეთა:
"საჭიროა, რომ ჩემს ორგანიზმს მოვუსმინო. მჭირდება, რომ რეაბილიტაცია სრულად გავიარო და ჩემი ფეხი კარგ ფორმაში მოვიყვანო" - განაცხად ნორვეგიელმა.
ოდეგორი არსენალს პრემიერ ლიგის გასულ ტურში ჩელსისთან შეხვედრაში დაუბრუნდა, სადაც მან საგოლე გადაცემაც მიითვალა.