კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების განაცხადს მიღმა როდრიგოს და ნეიმარის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
როდრიგოს და ნეიმარის გარეშე, კაზემიროსთან ერთად - ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების განაცხადი დაასახელა
„როგორც ვთქვი, ვცადე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გამომეძახებინა. ნეიმარს ახლახანს ტრავმა ჰქონდა. ყველამ იცის, რომ ის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ყოველთვის ასეთი იქნება.
ამჟამად ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს, რომლებიც ვერ გამოვიძახეთ. მაგალითად ნეიმარი, ასევე როდრიგო, გაბრიელი, ჟოელინტონი, მილიტაო. მინდა აღვნიშნო, რომ ბრაზილიას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს.
ნეიმარზე დიდ იმედებს ვამყარებთ, მთელი ბრაზილია ამყარებს. ის სამშობლოში დაბრუნდა, რათა მეტი ეთამაშა და მსოფლიოსთვის უკეთ მომზადებულიყო.
დღეს დილით მას ველაპარაკე და ჩემი გადაწყვეტილება ავუხსენი, რასაც ის სრულად დაეთანხმა. ასე ვაპირებთ მოქმედებას მომავალშიც." - აღნიშნა ბრაზილიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა.