კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ პირველი განაცხადი დაასახელა.
იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნაკრები 6 და 11 ივნისს ეკვადორს და პარაგვაის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში დაუპირისპირდება.
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), კრეპსკი (ალ ნასრი), უგო სოუზა (კორინთიანსი)
მცველები: ალექს სანდრო (ფლამენგო), ალესანდრო (ლილი), ლუკას ბერალდო (პსჟ), კარლოს აუგუსტო (ინტერი), დანილო (ფლამენგო), ლეო ორტისი (ფლამენგო), მარკინიოსი (პსჟ), ვანდერსონი (მონაკო), უესლი (ფლამენგო)
ნახევარმცველები: ანდრეას პერეირა (ფულემი), ანდრეი სანტოსი (სტრასბურგი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), კაზემირო (მან იუნაიტედი), ედერსონი (ატალანტა), ჟერსონი (ფლამენგო)
თავდამსხმელები: ანტონი (ბეტისი), ესტევაო (პალმეირასი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), მათეუს კუნია (ვულვზი), რაფინია (ბარსელონა), რიჩარლისონი (ტოტენჰემი), ვინისიუსი (რეალი).
კაზემირო ნაკრებში ორი წლის შემდეგ პირველად ბრუნდება, ნეიმარი და როდრიგო კი განაცხადს მიღმა ფიზიკური პრობლემების გამო დარჩნენ.