ფორმულა 1-ში მერსედესის 18 წლის მრბოლელმა, კიმი ანტონელიმ გერმანული გუნდის დახმარებით თავისი ყველა კლასელი ემილია-რომანიას გრან პრიზე დაპატიჟა.
ანტონელის თქმით, მას სურდა, მის კლასელებს ენახათ თუ რა ხდება ფორმულა 1-ის კულისებში და რამდენიმე მათგანს ამით ოცნებასაც აუხდენს.
იმოლას ტრასაზე გრან პრი 16-18 მაისს გაიმართება, რომელიც მერსედესის ახალწვეული პილოტისთვის ფორმულა 1-ში პირველი საშინაო რბოლა იქნება. კიმი 2006 წელს სწორედ ემილია-რომანიას რეგიონში, ქალაქ ბოლონიაში დაიბადა.
თავის სადებიუტო სეზონში ანტონელი მრბოლელთა საჩემპიონო დავაში 48 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, პარალელურად კი ის სკოლის დასრულებასაც ცდილობს.
კიმიზე წინ ცხრილში ოსკარ პიასტრი (მაკლარენი), ლანდო ნორისი (მაკლარენი), მაქს ვერსტაპენი (რედ ბული), ჯორჯ რასელი (მერსედესი) და შარლ ლეკლერი (ფერარი) არიან.