ფორმულა 1-ში იმოლას ტრასაზე ემილია-რომანიას გრან პრი გაიმართა, რომელიც მაქს ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა მიხაელ შუმახერის რეკორდი მოხსნა და იმოლას ტრასაზე რბოლა ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
მაქსი სტარტზე მე-2 იყო, თუმცა მან პირველივე წრეზე მოახერხე პოულ პოზიციაზე მყოფი ოსკარ პიასტრის გადასწრება.
პოდიუმზე ვერსტაპენთან ერთად მაკლარენის წარმომადგენლები - ლანდო ნორისი და ოსკარ პიასტრი მოხვდნენ, რბოლის შედეგად ათეული და ქულები კი ასე განაწილდა:
1. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 25 ქულა
2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 18 ქულა
3. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 15 ქულა
4. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 12 ქულა
5. ალექს ალბონი (უილიამსი) - 10 ქულა
6. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 8 ქულა
7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 6 ქულა
8. კარლოს საინსი (უილიამსი) - 4 ქულა
9. ისაკ ჰაჯარი (რეისინგ ბულსი) - 2 ქულა
10. იუკი ცუნოდა (რედ ბული) - 1 ქულა
2025 წლის სეზონში 24-დან 7 რბოლა უკვე ვიხილეთ, საჩემპიონო დავაში კი ასეთი სიტუაციაა:
1. ოსკარ პიასტრი - 146 ქულა
2. ლანდო ნორისი - 133 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 124 ქულა
4. ჯორჯ რასელი - 99 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი შემდეგნაირი ვითარებაა:
1. მაკლარენი - 279 ქულა
2. მერსედესი - 147 ქულა
3. რედ ბული - 131 ქულა
4. ფერარი - 114 ქულა