ფორმულა 1-ში ემილია-რომანიას გრან პრიზე კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც ოსკარ პიასტრის უსწრაფესი წრით დასრულდა.
მაკლარენის ავსტრალიელმა პილოტმა 1:14.670 დააფიქსირა, რაც პოულ პოზიციის შედეგი აღმოჩნდა. ოსკარმა მაქს ვერსტაპენს (1:14.704) აჯობა, მე-3 პოზიციიდან რბოლას კი ჯორჯ რასელი (1:14.807) დაიწყებს. რაც შეეხება პიასტრის თანაგუნდელს, ლანდო ნორისი რბოლას მე-4 პოზიციიდან დაიწყებს.
ცუდი კვალიფიკაცია გამოუვიდათ იტალიელებს - ფერარის პილოტებმა შარლ ლეკლერმა და ლუის ჰამილტონნა კვალიფიკაციაზე მე-11 და მე-12 შედეგები დააფიქსირეს, კიმი ანტონელი კი რბოლის დასაწყისში მე-13 იქნება.
მძიმედ შეეჯახა ბარიერებს იუკი ცუნოდა, თუმცა რედ ბულის იაპონელი მრბოლელი უვნებელი ამოვიდა ბოლიდიდან და რბოლას ბოლო ადგილიდან დაიწყებს.
საბოლოო ჯამში კვალიფიკაციის შედეგები ასეთია:

იმოლას ტრასაზე რბოლა 18 მაისს, ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.