მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ქალთა თანრიგში უკვე გაირკვა პირველი 1/2 ფინალური წყვილი.
1/4 ფინალის პირველ მატჩში ესპანელმა პაულა ბადოსამ 2 სეტში (7-5, 6-4) დაამარცხა ამერიკელი კოკო გოფი. მისი მეტოქე კი საბალენკასა და პავლიუჩენკოვას შორის შეხვედრაში გაირკვა, სადაც ბელარუსმა მეტოქეს 3 სეტში (6-2, 2-6, 6-3) სძლია და 1/2 ფინალში გავიდა.
პაულა ბადოსა და არინა საბალენკა ახლო მეგობრები არიან და მათი ეს დაპირისპირება ამითაც იქნება გამორჩეული.
ბელარუსი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია და შესაბამისად ის ტიტულის დაცვას აგრძელებს. ქალთა თანრიგის ფინალი 25 იანვარს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები