წყალბურთის კლუბმა აპოლომ ევროთასის პირველი მატჩი სტუმრად ბარსელონასთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ბურთის სხვაობით, 17:18 დამარცხდა.
მატჩის მეოთხედები ასე წარიმართა:
პირველი მეოთხედი: 6:6
მეორე მეოთხედი: 5:4 ბარსელონას სასარგებლოდ
მესამე მეოთხედი: 4:3 ბარსელონას სასარგებლოდ
მეოთხე (დასკვნითი) მეოთხედი: 4:3 საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებით, თუმცა საბოლოოდ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
აპოლოს შემადგენლობა და გოლები მატჩში:
იგორ ჩირკოვი (მეკარე), ვუკ დრაშკოვიჩი (3 გოლი), საბა ტყეშელშვილი (2), სრდან ვუკსანოვიჩი (4), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (1), მატია სლადოვიჩი, ფილიპ გარდაშევიჩი (3), ნემანია ვიცო (2), ნიკოლა მოსკოვი (1), ნინო მუდრაჟია, მარტინ გარადშევიჩი, ბექა კაპანაძე (მეკარე), დმიტრი ალეექსევი.
ევროთასის C ჯგუფში აპოლოს მეტოქეები ბარსელონასთან (ესპანეთი) ერთად აპოლონ სმირნისი (საბერძნეთი) და ტერასაა (ესპანეთი).
საქართველოს ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, თბილისში, აპოლონ სმირნისის წინააღმდეგ გამართავს.