მაროკოში მიმდინარე აფრიკის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალური წყვილები გაირკვა.
მალი 0-1 სენეგალი
კამერუნი 0-2 მაროკო
ალჟირი 0-2 ნიგერია
ეგვიპტე 3-2 კოტ დ'ივუარი
ნახევარფინალში ორი საინტერესო წყვილი მივიღეთ.
სენეგალი - ეგვიპტე (14 იანვარი, 21:00)
ნიგერია - მაროკო (14 იანვარი, 23:55)
აფრიკის თასი ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ეგვიპტეს აქვს მოგებული, რომელიც ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, ბოლოს კი ეს 2010 წელს შეძლო.
ნიგერიას კონტინენტის პირველობა 3-ჯერ მოუგია, ბოლოს კი - 2013 წელს. სენეგალი (2021) და მაროკო (1976) კი ჩემპიონები თითოჯერ გამხდარან.
აფრიკის თასის ფინალი 18 იანვარს გაიმართება.