ნაპოლის შემტევმა, ნოა ლანგმა, თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოთქვა.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანურ კლუბს გასულ ზაფხულს პსვ-დან შეუერთდა და ამ სეზონში მოედანზე 6-ჯერ გამოჩნდა, თუმცა ჯამში 110 წუთი აქვს ნათამაშები. თავის ყოფილ კლუბთან გუშინდელ მატჩში (2:6) ლანგმა 32 წუთი ითამაშა.
„არ ვიცი მეტი რა უნდა ვქნა, რომ სასტარტოში მოვხვდე. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ახლა მეტს თუ არაფერს ვიტყვი."
- კონტე გელაპარაკებათ მაინც?
„ერთხელ ვილაპარაკეთ, სულ ეს იყო." - აღნიშნა ლანგმა.
26 წლის ფეხბურთელს, რომლის ტრანსფერშიც ნაპოლიმ 25 მილიონი ევრო არ დაინანა, სასტარტოდან ამ სეზონში ერთი მატჩიც არ დაუწყია.