UFC 317-ის შემდგომ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის პირისპირ დგომზე ისაუბრა.
"არ ვიცი, ვინ აუშვა პედი ოქტაგონზე. ეს არ უნდა მომხდარიყო. მათ დაპირისპირებაზე ახლა არ ვფიქრობ." - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.
თოფურიასა და ოლივეირას ბრძოლის დასრულების შემდეგ, ბრიტანელი მებრძოლი ოქტაგონზე ავიდა და ილიას პირისპირ დაუდგა.
VIDEO: თოფურიასა და პიმბლეტის პირისპირ დგომი