ოქროს ბურთის დაჯილდოების წინ, ბარსელონას 19 წლის ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა კილიან მბაპეს საჯაროდ უპასუხა.
მადრიდის რეალის ფრანგმა თავდამსხმელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს და მსოფლიოში საუკეთესოა.
იამალმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საკუთარი თავის რეკლამირებას არ აპირებს. მისი თქმით, ამაყობს გასულ სეზონში მიღწეული შედეგებით, დანარჩენი კი ჟურნალისტების გადასაწყვეტია და ჯილდოს არავის შეეხვეწება.
ესპანელმა ფეხბურთელმა ოსმან დემბელეს კრიტიკასაც ირონიით უპასუხა. იამალის თქმით, დემბელე მბაპეს ახლო მეგობარია და მისი პოზიცია არ აინტერესებს. ბარსელონას შემტევმა დასძინა, რომ როდესაც მოედანზე ამ ორ მოთამაშეს დაუპირისპირდა, გამარჯვებული თავად დარჩა.
19 წლის ასაკში იამალი ბარსელონას ერთ-ერთი კაპიტანი გახდა. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს ოთხშაბათს, როტერდამის ფეიენორდის წინააღმდეგ საშინაო მატჩით იწყებენ.