სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამხრეთ ამერიკის ზონაში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.
ვენესუელამ არგენტინა მიიღო და მასპინძლებმა ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მე-13 წუთზე ანგარიში მსოფლიო ჩემპიონებმა გახსნეს. ნიკოლას ოტამენდიმ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. პირველი ტაიმი სტუმრების მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
65-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. სალომონ რონდონის თავური დარტყმა აუღებელი აღმოჩნდა ხერონიმო რულისთვის.
საბოლოოდ არგენტინამ ვენესუელა ვერ დაამარცხა (1-1), თუმცა ეს ალბისელესტესთვის ტრაგედია არ უნდა იყოს. სკალონის გუნდი ცხრილს 19 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. ვენესუელა კი 11 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეიოფის ზონაში იმყოფება.
მორიგ შეხვედრაში ჩილემ ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლა ქალაქ სანტიაგოში. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე ედუარდო ვარგასმა გამოიჩინა თავი. მასპინძლები ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 46-ე წუთზე ბოტაფოგოს თავდამსხმელმა იგორ და კრუსმა ანგარიში გაათანაბრა და ჩილელებს გოლი გასახდელში გაატანა.
მატჩის ბოლომდე ჩილე უკვე ქულის მოპოვებასთან იყო ახლოს, მაგრამ ამჯერად მეორე ტაიმის ბოლოს გაუშვეს გოლი. 89-ე წუთზე გოლი ისევ ბოტაფოგოს მოთამაშემ გაიტანა, ამჯერად ლუიზ ენრიკემ და სელესაოს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ბრაზილია 13 ქულით მე-4 ადგილზეა, ჩილე კი 5 ქულით მე-9 პოზიციაზეა და ამ შედეგით მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა რჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები