მონტენეგროში მიმდინარე კრივის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, ელენე ქარჩავამ ოქროს მედალი მოიპოვა და ქართული კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა.
48 კგ. წონით კატეგორიის ფინალში, ქართველმა ირლანდიელ მასიე ოკონორ დუფის აჯობა და ჩვენს დელეგაციას ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.
ეს ისტორიული შედეგია - ელენე ქარჩავა საქართველოს ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ასევე, ევროპის ჩემპიონობისთვის კიდევ 5 ქართველი იბრძვის: გიორგი ახვლედიანი (52 კგ.), დავით ალიხანაშვილი (54 კგ.), ალექსი გუნია (60 კგ.), ლიზა ლობჟანიძე (66 კგ.) და გიგი არჩაია (70 კგ.).
რაც შეეხებათ ბრინჯაოს მედალოსნებს, ისინი თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ.), საბა კერძევაძე (44 კგ.) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ.) არიან.
საქართველოს 15-წლამდე ნაკრები ევროპირველობაზე 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და, საბოლოო მონაცემებით, 9 გარანტირებული მედალი აქვს.