• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
არსენალი ჩემპიონობისკენ: როდის შეიძლება გაფორმდეს ტიტული ოფიციალურად?
ფეხბურთიფეხბურთი

არსენალი ჩემპიონობისკენ: როდის შეიძლება გაფორმდეს ტიტული ოფიციალურად?

06 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის მორიგმა ტურმა არსენალი საჩემპიონო რბოლაში გამოკვეთილ ფავორიტად აქცია.


ბრაიტონთან მძიმე ბრძოლაში მოპოვებულმა მინიმალურმა გამარჯვებამ და მანჩესტერ სიტის ფრემ ნოტინგემ ფორესტთან (2:2), არტეტას გუნდი მდევარზე 7 ქულით წინ გაიყვანა.

ბუკაიო საკას ადრეული გოლი საკმარისი აღმოჩნდა თოლიების დასამარცხებლად. არსენალმა კვლავ გამოიყენა დროის გაყვანის ტაქტიკა და მინიმალური შეტევითი ამბიციით ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმს იგებდნენ, მათი მოსალოდნელი გოლები მხოლოდ 0.01 იყო, ხოლო კარში მეორე დარტყმა 88-ე წუთამდე არ განუხორციელებიათ. მეკარე დავიდ რაია სამჯერ დაეცა მოედანზე, რაც ტრავმის სიმულაციას ჰგავდა. ამ მიდგომამ ბრაიტონის მწვრთნელის, ფაბიან ჰიურცელერის განრისხება გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ „ასეთი სტილით მოგებას არასდროს ეცდებოდა“.


დაპირისპირება არტეტასა და ჰიურცელერს შორის


სიტის არსენალთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 19 აპრილს ატიჰადზე მეთოფეებს უმასპინძლებს, თუმცა ტიტული უკვე აღარ არის მათ ხელში. მიუხედავად იმისა, რომ სიტი ორჯერ დაწინაურდა ფორესტთან მორგან გიბს-უაითმა და ელიოტ ანდერსონმა წონასწორობა ორივეჯერ აღადგინეს.

ახლა არსენალს სეზონის დასრულებამდე 8 მატჩი დარჩა, მანჩესტერ სიტის კი 9.

არსენალის დარჩენილი მატჩები:


ევერტონი, 14 მარტი

ბორნმუთი, 11 აპრილი

მანჩესტერ სიტი, 19 აპრილი

ნიუკასლი, 25 აპრილი

ფულჰემი, 2 მაისი

ვესტ ჰემი, 9 მაისი

ბარნლი, 17 მაისი

კრისტალ პალასი, 24 მაისი


რამდენი ქულა სჭირდება არსენალს ჩემპიონობისთვის?


თუ არსენალი ყველა დარჩენილ მატჩს მოიგებს, მათ შორის სიტისაც დაამარცხებს 19 აპრილს, ისინი ჩემპიონობას ოფიციალურად 9 მაისს, ვესტ ჰემთან მოგებით გაიფორმებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტი ყველა სხვა თამაშს მოიგებს, არსენალთან მარცხის შემდეგ ისინი მაინც 10 ქულით ჩამორჩებიან მეთოფეებს 9 მაისისთვის, როცა სათამაშო მხოლოდ 3 ტური დარჩება.

თუ მანჩესტერ სიტი მანამდე დაკარგავს ქულებს ვესტ ჰემთან, ჩელსისთან, ბარნლისთან ან ევერტონთან, ხოლო არსენალი გამარჯვებებს გააგრძელებს, ტიტულის ბედი კიდევ უფრო ადრე გადაწყდება. იმისთვის, რომ არსენალი ჩემპიონი აპრილშივე გახდეს, საჭიროა სიტიმ ორი თამაში წააგოს (მათ შორის არსენალთან) და კიდევ ერთ მატჩში დაკარგოს ქულები.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არსენალი
მან სიტი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

16 სთ წინ

იუნაიტედი ბალდეს ტრანსფერზე მუშაობს

News image

14 სთ წინ

ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის პენალტის წესების განსხვავება

News image

13 სთ წინ

კვარაცხელია თერთმეტეულში - უეფას კვირის გუნდი ცნობილია

News image

12 სთ წინ

საკამათო მსაჯობა ჩემპიონთა ლიგაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

იუნაიტედი ბალდეს ტრანსფერზე მუშაობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუნაიტედი ბალდეს ტრანსფერზე მუშაობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის პენალტის წესების განსხვავება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის პენალტის წესების განსხვავება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია თერთმეტეულში - უეფას კვირის გუნდი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია თერთმეტეულში - უეფას კვირის გუნდი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საკამათო მსაჯობა ჩემპიონთა ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საკამათო მსაჯობა ჩემპიონთა ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი