უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი იწყება და ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. საუკეთესო 8 გუნდი გაარკვევს თუ ვინ გააგრძელებს ბრძოლას ფინალის გზაზე, რომელიც 31 მაისს მიუნხენში ჩატარდება.
არსენალი vs რეალი - 8 აპრილი, 23:00
არსენალი, რომელიც კვლავ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტიტულზე ოცნებობს, მადრიდის რეალს მიიღებს. მიკელ არტეტას გუნდი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ლიდერს ჩამორჩა, მაგრამ მათი ევროპული იმედები ჯერ კიდევ ცოცხალია.
ტრავმიდან დაბრუნებულ ბუკაიო საკასთან ერთად მეთოფეებს იმედი აქვთ, რომ 2006 წლის გმირობებს გაიმეორებენ, როცა ტიერი ანრიმ გუნდს ლოს ბლანკოსის წინააღმდეგ ულიდერა.
არსენალმა 1/8 ფინალურ ეტაპზე პსვ ეინდჰოვენი ორი მატჩის ჯამში 9-3 გაანადგურა.
თავის მხრივ მადრიდის რეალი, რომელმაც ატლეტიკოსთან ბრძოლაში იმარჯვა, ფავორიტ ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს.
ვინ თუ არა კარლო ანჩელოტიმ იცის, თუ როგორ ჩაატაროს ასეთი შეხვედრები. ამას ისიც ემატება, რომ რეალს აქამდე ლონდონში არასდროს წაუგია ევროპული 1/4 ფინალური მატჩი.
რეალმა პლეი-ინის ეტაპზე ჯერ მანჩესტერ სიტი დაამარცხა ორმატჩიან დუელში 6-3, შემდეგ კი 1/8 ფინალში პენალტების სერიაში სძლია თანაქალაქელ ატლეტიკოს.

სავარაუდო შემადგენლობები [uefa.com]
არსენალი - რაია; ტიმბერი, სალიბა, კივიორი, ლუის-სკელი; ოდეგორი, პარტეი, რაისი; საკა, მერინო, მარტინელი
დისკვალიფიკაციის საფრთხე - მარტინელი, რაისი, ტიმბერი
რეალი - კურტუა; ვალვერდე, რაულ ასენსიო, რუდიგერი, ფრან გარსია; როდრიგო, მოდრიჩი, კამავინგა, ბელინგემი; მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი
დისკვალიფიკაციის საფრთხე - კამავინგა, ენდრიკი, ედერ მილიტაო, მოდრიჩი, რუდიგერი, ლუკას ვასკესი, ვინისიუს ჟუნიორი
ბაიერნი vs ინტერი - 8 აპრილი, 23:00
ჰარი კეინის ლიდერობით, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია, ბაიერნი ალიანც არენაზე ინტერს დაუხვდება. ამ დაპირისპირებასთან მილანელებს განსაკთრებული მოგონება აქვთ.
ნერაძურიმ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ მიუნხენური გუნდი დაამარცხა, თავის მხრივ ბაიერნმა კი ინტერს 2022-23 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა.
განსაკუთრებული იქნება ეს მატჩი ბენჟამინ პავარისთვის, რომელმაც მიუნხენში 4 სეზონი გაატარა, ახლა კი ინტერის ფერებს იცავს. ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონის მაღალ ნოტზე დასრულება სურს ტომას მიულერსაც, რომელმაც ბაიერნიდან წასვლის შესახებ უკვე გამოაცხადა.
თავის მხრივ ინტერი, რომელიც სერია ა-ს ჩემპიონობისთვის იბრძვის, უკან დახევას არ აპირებს. "ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის" - განაცხდა სიმონე ინძაგიმ.
ბაიერნმა პლეი-ინში სელტიკს მოუგო ორი მატჩის ჯამში 3-2, შემდეგ კი თანამემამულე ლევერკუზენი დაამარცხა ორმატჩიან დუელში 5-0. ინტერმა კი 1/8 ფინალში ფეიენოორდს აჯობა ჯამში 4-1.

სავარაუდო შემადგენლობები [uefa.com]
ბაიერნი - ურბიგი; ლაიმერი, დაიერი, კიმი, სტანიშიჩი; კიმიხი, გორეცკა; ოლისე, მიულერი, სანე; კეინი
დისკვალიფიკაციის საფრთხე - კომანი, გნაბრი, გორეცკა, ლაიმერი, სანე
ინტერი - ზომერი; პავარი, აჩერბი, ბასტონი; დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო; მარტინესი, ტურამი
დისკვალიფიკაციის საფრთხე - ბარელა, ბასტონი, დუმფრისი, პავარი
ვინ იქნებიან მსაჯები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში?
