უეფას ოფიციალური გვერდის მიხედვით, უკვე ცნობილია თუ ვინ განსჯიან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩებს.
მიუნხენში ბაიერნისა და ინტერის მატჩის მთავარი არბიტრი შვეიცარიელი სანდრო შერერი იქნება. (8 აპრილი, 23:00)
შერერმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 4 მატჩი განსაჯა:
ლევერკუზენი 1-0 მილანი (5 ყვითელი ბარათი)
ლაიფციგი 0-1 ლივერპული (3 ყვითელი ბარათი)
შახტარი 2-0 ბრესტი (2 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ლილი 1-2 დორტმუნდი (5 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
არსენალისა და რეალის დაპირისპირებას ლონდონში ბოსნიელი ირფან პელიტო განსჯის. (8 აპრილი, 23:00)
პელიტოს ლიგის ამ სეზონში 6 მატჩი ანდეს:
ბრიუგე 0-3 დორტმუნდი (2 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ატალანტა 0-0 სელტიკი (1 ყვითელი ბარათი)
ლილი 1-1 იუვენტუსი (2 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ბარსელონა 3-0 ბრესტი (4 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ინტერი 3-0 მონაკო (4 ყვითელი ბარათი, 1 წითელი ბარათი, 1 პენალტი)
ბრესტი 0-3 პსჟ (2 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ბარსელონასა და დორტმუნდის შეხვედრის მთავარ მსაჯად ნორვეგიელი ესპენ ესკასი დაინიშნა. (9 აპრილი, 23:00)
ესპასის ანგარიშზეც ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩია:
მილანი 1-3 ლივერპული (4 ყვითელი ბარათი)
იუვენტუსი 0-1 შტუტგარტი (3 ყვითელი ბარათი, 1 მეორე ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ცრვენა ზვეზდა 2-5 ბარსელონა (2 ყვითელი ბარათი)
ბრესტი 0-3 რეალი (4 ყვითელი ბარათი)
სპორტინგი 0-3 დორტმუნდი (2 ყვითელი ბარათი)
ფეიენოორდი 0-2 ინტერი (5 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
პარკ დე პრენსზე პარი სენ-ჟერმენისა და ასტონ ვილას თამაშზე კი იტალიელი მაურიციო მარიანი იმუშავებს. (9 აპრილი, 23:00)
მარიანიმ ლიგის ამ სეზონში 5 მატჩი განსაჯა:
ლილი 1-0 რეალი (7 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
მან. სიტი 5-0 სპარტა პრაღა (2 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
ლაიფციგი 2-3 ასტონ ვილა (3 ყვითელი ბარათი)
ჟირონა 1-2 არსენალი (6 ყვითელი ბარათი, 2 პენალტი)
მონაკო 0-1 ბენფიკა (5 ყვითელი ბარათი, 1 მეორე ყვითელი ბარათი)
