არსენალის ნახევარმცველმა მიკელ მერინომ იმ ფსიქოლოგიურ სირთულეებზე ისაუბრა, რაც 5-თვიანი უცნაური და მძიმე ტრავმის დროს გადაიტანა.
ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელმაც ტერფის იშვიათი მოტეხილობის გამო ოპერაცია გაიკეთა, პირველი გუნდის ვარჯიშს ახლახან დაუბრუნდა.
29 წლის ნახევარმცველმა ტრავმა 25 იანვარს, მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში მიიღო, სადაც გოლის გატანა მოასწრო, თუმცა მოედანი მალევე დატოვა.
ეს იყო სტრესული მოტეხილობა ტერფის ძალიან უცნაურ ადგილას, რომელიც სპეციალისტებსაც კი არ ჰქონდათ ნანახი. თავიდან ძალიან შემეშინდა, რადგან სხვა სპორტსმენების მაგალითი არ გვქონდა და არ ვიცოდით, აღდგებოდა თუ არა ფეხი სრულად და შევძლებდი თუ არა კვლავ თამაშს
მერინომ აღიარა, რომ როდესაც 5-თვიანი უქმობის შესახებ გაიგო, განადგურებული იყო, რადგან სეზონის გადამწყვეტ ფაზას და მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებდა. „ორი არჩევანი მქონდა: დავცემულიყავი და გადაშენებამდე მეტირა, ან თავი მაღლა ამეღო და პოზიტიურად მემუშავა. მე მეორე გზა ავირჩიე“, - დასძინა ესპანელმა.
მან მადლობა გადაუხადა არსენალის ხელმძღვანელობასა და თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის. ფეხბურთელი აცხადებს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს, ტკივილები აღარ აწუხებს და მზად არის მოედანზე გასასვლელად. მერინო შეეცდება ფორმა კვირას, კრისტალ პალასთან სეზონის ბოლო მატჩში და მომავალ კვირას გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამტკიცოს, რათა ესპანეთის ნაკრების მუნდიალის განაცხადში მოხვდეს.