მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეთიჰად სტედიუმის გაფართოებულ ჩრდილოეთ ტრიბუნას სახელი შეეცვლება და პეპ გვარდიოლას ტრიბუნა ეწოდება.
გარდა ამისა, კლუბიდან მიმავალი კატალონიელი სპეციალისტის პატივსაცემად სტადიონის გარეთ მისი ქანდაკებაც აღიმართება.
ეს გადაწყვეტილება მწვრთნელის 10-წლიან ეპოქალურ მოღვაწეობას უკავშირდება, რომლის დროსაც მან კლუბი გლობალურ ძალად აქცია და პრემიერ ლიგის ისტორია გადაწერა. განახლებული ტრიბუნა, რომელსაც 7 ათასზე მეტი ადგილი დაემატა და სტადიონის ტევადობა 61 ათასამდე გაზარდა, კვირას, ასტონ ვილასთან გვარდიოლას გამოსამშვიდობებელ მატჩში ოფიციალურად გაიხსნება. პეპი ქანდაკებით კლუბის ისეთ ლეგენდებს შეუერთდება, როგორებიც ვინსენტ კომპანი, დავიდ სილვა და სერხიო აგუერო არიან.
ხალდუნ ალ მუბარაქმა დამირეკა და კლუბის გადაწყვეტილება მაცნობა. სიტყვები არ მყოფნის. მომწონს იმის განცდა, რომ ჩემი ენერგია და ვიბრაცია აქ სამუდამოდ დარჩება
კლუბის მფლობელმა შეიხ მანსურმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალ მუბარაქმა გვარდიოლას მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მან წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ მოგებული ტიტულებით, არამედ იმ სათამაშო ფილოსოფიით, რომლითაც მან მანჩესტერ სიტისა და ინგლისური ფეხბურთის დნმ შეცვალა.