მიკელ არტეტამ არსენალის სურვილზე ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ გუნდის ამბიციებსა და მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც 30 მაისს ბუდაპეშტში მისი გუნდი პსჟ-ს დაუპირისპირდება.
„თამასა სრულიად ახალ დონეზე ავიყვანეთ. აი, სად ვართ [პრემიერ ლიგის ჩემპიონები] ახლა და უკვე ექვს დღეში შემდეგი დონე ბუდაპეშტში გველოდება - ჩვენ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ და ეს კარგად ვიცით.
ამჟამად ჩვენი ერთადერთი ამოცანა ამ მიზნის მიღწევაა. ბიჭებში და მთლიანად კლუბში საოცარი ენერგია ტრიალებს. ბევრს ოჯახები ჰყავს, ბევრი ერთმანეთს წლებია იცნობს როგორც კლუბის შიგნით, ისე მის გარშემო.
თქვენ ხედავთ სიხარულს, მაგრამ ამავდროულად ხედავთ უდიდეს ამბიციასაც. ჩვენ ეს შევძელით [პრემიერ ლიგა მოვიგეთ], მაგრამ ახლა სხვა რამ გვსურს. თუ გადავხედავთ ჩვენს წლევანდელ გზას ჩემპიონთა ლიგაზე, ვფიქრობ, სრულიად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ მოედანზე გასვლა და გამარჯვება შეგვიძლია“, - განაცხადა არტეტამ.