The Athletic-მა მიმდინარე სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიუნხენის ბაიერნის ფორვარდს, ჰარი კეინს ერგო. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი ბარსელონას ტალანტი, ლამინ იამალი აღიარეს.
სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: დავიდ რაია (არსენალი);
დაცვა: ნუნუ მენდეში (პსჟ), გაბრიელ მაგალიაესი (არსენალი), მარკინიოსი (პსჟ), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ);
ნახევარდაცვა: ჟოაუ ნევეში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), ფედერიკო ვალვერდე (რეალი);
თავდასხმა: ლამინ იამალი (ბარსელონა), ჰარი კეინი (ბაიერნი), მაიკლ ოლიზე (ბაიერნი).