WhoScored-მა მაიკლ ოლიზე და ჰარი კეინი ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
გამოცემის ვერსიით, გერმანიის ჩემპიონატის წლის გუნდში მიუნხენის ბაიერნის ოთხი ფეხბურთელი მოხვდა. სიმბოლური ნაკრები მოთამაშეების მიერ შესაბამის პოზიციებზე მიღებული საშუალო ქულების (რეიტინგის) საფუძველზე შედგა.
შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე: მორიტც ნიკოლასი (ბორუსია მიუნხენგლადბახი, საშუალო ქულა – 6.87);
დაცვა: ვლადიმირ ცოუფალი (ჰოფენჰაიმი, 7.18), ლუკა ვუშკოვიჩი (ჰამბურგი, 7.33), ნიკო შლოტერბეკი (ბორუსია დორტმუნდი, 7.26), დავიდ რაუმი (რბ ლაიფციგი, 7.43);
ნახევარდაცვა: მაიკლ ოლიზე (ბაიერნი, 7.84), იოზუა კიმიხი (ბაიერნი, 7.28), ნადიმ ამირი (მაინცი, 7.16), ლუის დიასი (ბაიერნი, 7.45);
თავდასხმა: ჰარი კეინი (ბაიერნი, 8.14), დენიზ უნდავი (შტუტგარტი, 7.18).