ლეგენდარული მანუელ ნოიერი ორწლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ნაკრებში ბრუნდება.
მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო ჩემპიონატის საბოლოო განაცხადი დაასახელა, რომელშიც ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მარკ ანდრე ტერ შტეგენი, კარიმ ადეიემი, ნიკლას ფულკრუგი და სხვები.
მანუელ ნოიერი ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ბოლო მატჩი გუნდთან ერთად მან ევრო 2024-ზე ჩაატარა.
მეკარეები: ოლივერ ბაუმანი, მანუელ ნოიერი, ალექსანდერ ნიუბელი
მცველები: ვალდემარ ანტონი, ნათანიელ ბრაუნი, დავიდ რაუმი, ანტონიო რუდიგერი, ნიკო შლოტერბეკი, ჯონათან ტა, მალიკ ჩაუ
ნახევარმცველები: პასკალ გროსი, ჯოშუა კიმიხი, ფელიქს ნმეჩა, ალექსანდარ პავლოვიჩი, ანჯელო შტილერი, ნადიმ ამირი, ლეონ გორეცკა
თავდამსხმელები: კაი ჰავერცი, ლენარტ კარლი, ჯამალ მუსიალა, ფლორიან ვირცი, მაქსიმილიან ბაიერი, ჯეიმი ლეველინგი, ლეროი სანე, დენიზ უნდავი, ნიკ ვოლტემადე.
გერმანიის ნაკრები ჯგუფში კიურასაოს, კოტ-დ'იუვარს და ეკვადორს დაუპირისპირდება.